ირანში მიწისძვრის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა.
როგორც ირანის სეისმოლოგიურ სამსახურში ამბობენ, მიწისძვრა გულისტანის პროვინციაში ღამით მოხდა.
სტიქიის სიმძლავრე 5,1 მგნიტუდა იყო. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 11 სოფელში 700 სახლი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები.