4 სექტემბერს ისრაელის ქალაქ თელ-ავივის ცაზე მფრინავმა ასობით დრონმა მარიხუანას პაკეტები ქუჩებში ჩამოყარა, რომელთა უმეტესობაც რაბინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოცვივდა.
მოქალაქეებმა კანაფის შემცველი პაკეტების შეგროვება დაიწყეს, რომელთა ეტიკეტზეც განთავსებულ მწვანე გულში იყო წარწერა “თავისუფალი სიყვარული” .