კარანტინში ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. ცესკოს პრესსპიკერის , ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციაა,რომ კარანტინში მყოფმა პირებმა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.  მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების პროცეში სპეციალისტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ჩაერთვებიან. 

კოვიდინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ,ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ჩართული იქნებიან სპეციალისტები, პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ არჩევნები უნდა წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ადამიანები, ვინც არიან ჩართული ამ პროცესში. ესენი არიან: საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მედია და შესაბამისად, თითოეული საკითხი უნდა იყოს განხილული ისე, რომ საერთო კონსენსუსი იყოს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საკარანტინო ზონებში შესაძლოა , გაიხსნას საარჩევნო უბანიც და ასევე შესაძლებელია იყოს გადასატანი საარჩევნო ყუთიც.