კარფურის მშენებლობაზე ამწე ამოტრიალდა და მუშა დაშავდა

რუსთავში, კარფურის მშენებლობაზე მუშა დაშავდა. TV4-ის ინფორმაციით,  მშენებლობის პროცესში მძიმე ტექნიკა, ეგრეთწოდებული ამწე ამობრუნდა და სავარაუდოდ, მუშას დაეცა. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებიც.