როგორც დღეს გახდა ცნობილი, კახა ოქრიაშვილი კენჭს იყრის გაერთიანებული ოპოზიციიდან “ძალა ერთობაშია”, რომელსაც პარტია “პროგრესი და თავისუფლება” დღეს შეუერთდა.
კახა ოქრიაშვილის თქმით, ის წლების განმავლობაში, არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობებს არ იზიარებს.
“მე პოლიტიკაში მოვხვდი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, საინიციატივო ჯგუფით, პარტიების დახმარების გარეშე და ყოველთვის ვგრძნობდი ამ დამოუკიდებლობას, ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ,მაკავშირებდა რამე ურთიერთობა, ამას უფრო დავარქმევდი მოკავშირეობას და არა წევრობას.
მე დღეს უკვე გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტია “პროგრესს”, აქამდე არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ.” – აცხადებს ოქრიაშვილი და დასძენს, რომ ის არც 2012 წლამდე და არც მერე არცერთ პოლიტიკურ პროცესზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
ცნობისთვის ის საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“, 2012-2016 წლებში საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „მეტი სარგებელი ხალხს“, ხოლო 2016 წელს საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-დან გახდა.









