Update: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში დილას გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა.
ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა.
არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია,რომ კახეთში ორ არასრულწლოვანს ეძებდნენ. დები თელავიდან სოფელ შაქრიანში, სამარშრუტო ტაქსით ბებიასთან წავიდნენ, თუმცა ადგილზე არ ჩასულან,რის გამოც პოლიციამ ძიება დაიწყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანანოდ აღკვეთას გულისხმობს.