კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა რუსთავში

 რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამის შესახებ TV4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა , დავით ბეგაშვილმა განუცხადა. 

 ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პირი 50  წლამდე რუსთაველი მამაკაცია და ის  ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომატიკით ბინიდან შეიყვანეს.  პაციენტი თბილისში, კოვიდის მიმღებ ერთ-ერთ დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას. 

მისივე ცნობით, ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.