რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ TV4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა , დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პირი 50 წლამდე რუსთაველი მამაკაცია და ის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომატიკით ბინიდან შეიყვანეს. პაციენტი თბილისში, კოვიდის მიმღებ ერთ-ერთ დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.
მისივე ცნობით, ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.