რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
როგორც დავით ბეგაშვილმა აღნიშნა, ორივე კოვიდინფიცირებული პირი იდენტიფიცირებულია. მისვე ცნობით, ერთი სამედიცინო პერსონალია,ხოლო მეორე, ბათუმში , ქორწილში მყოფი პირია.
“დღეს გვაქვს 2 ახალი შემთხვევა. ორივე იდენტიფიცირებულია და ორივე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ერთზე სრულად არის მოძიებული კონტაქტი და არ აქვს მას ძალიან დიდი კონტაქტი. ეს არის აჭარაში ქორწილში მყოფი, მეორე კი რუსთავის ერთ-ერთი კლინიკის მედპერსონალია და მას ცოტა მეტი კონტაქტი აქვს . ეპიდკვლევა მიმდინარეობს. “-განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
ამასთან, დავით ბეგაშვილი არ აკონკრეტებს ,თუ რომელ კლინიკაში მუშაობდა, კოვიდინფიცირებული ექიმი. TV4-ის ინფორმაციით, ის კლინიკა “რუსთავის” თანამშრომელია .
ცნობისთვის, ბეგაშვილის ინფორმაციით, “ავერსის” კლინიკის რუსთავის ფილიალში ახალი შემთხვევები ბოლო 2-3 დღეა არ დაფიქსირებულა.