კორონავირუსით გარდაცვლილ ორ პაციენტს მძიმე დაავადებები ჰქონდა

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ  ორ პაციენტს გულ-სიხლძარღვთა მძიმე დაავადებები აღენიშნებოდა. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში აცხადებენ,  ორივე მამაკაცს გულ-სიხლძარღვთა მძიმე დაავადებები აღენიშნებოდა.   65 წლის მამაკაცს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, 70 წლის მამაკაცს კი, ინსულტი.

ამ დროისთვის კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება ექვსი პაციენტი, ექვსს სჭირდება ჟანგბადის მუდმივ რეჟიმში მიწოდება, სულ კი, რეანიმაციაში 22 პირია მოთავსებული.

კლინიკაში მყოფი 147 პაციენტიდან 126-ს პნევმონია აღენიშნება.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 148 პაციენტი, გარდაიცვალა სამი ადამიანი.