ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. 67 წლის მამაკაცი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ გარდაცვლილი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ მას კორონავირუსიც დაუდასტურდა, რის შემდეგაც იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლამდე ქალი გარდაცვალა, რომელიც ასევე ბათუმელი იყო.