საქართველოში კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელსაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 61 წლის ქალი კლინიკაში წუხელ ღამით მოათავსეს, მას პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა აღენიშნებიდა.
„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- აცხადებენ უწყებაში.
ქვეყანაში დღეს ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 796 ადამიანი, 2 გარდაიცვალა.
ჯამში ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ 6 192 შეადგინა. აქედან 3 120 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 445 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 1000 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.









