კორონავირუსით მე-4 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი, მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

28 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 148-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ჯამში, ამ დროისთვის, NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 32.