კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. პაციენტი ქუთაისში კლინიკა “ბომონდში” მკურნალობდა და ის 80 წლამდე ქალია. გარდაცვლილს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა, მათ შორის ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება და ორმხრივი პნევმონია.
სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი ბათუმელია ის აჭარის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი იყო.