კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

 საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის კაცია, რომელიც გუშინ გვიან ღამით ცხელების ცენტრში სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ცხელების დიაგნოზით შეიყვანეს. 

მათი ცნობით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. 

“პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია , ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19″, – აღნიშნავენ სამინისტროში. 

ამასთან,  24-ე პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, თბილისის ინფექციურ საავამყოფოში მკურნალობდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.