საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„70 წლის მამაკაცი ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბერს, 16:30 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადამ მწვავე თანმდევი დაავადებებით შეიყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 90 პროცენტის დაზიანება. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე“
24 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 9 575 ტესტი გაკეთდა.
საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.