ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 59 წლის ქალი გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას თანმდევი დაავადებები და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 28 კოვიდინფიცირებულია გარდაცვლილი.









