კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია, რომელიც 26 სექტემბრიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
 
პაციენტის დიაგნოზი კორონავირუსი იყო, მას ასევე ჰქონდა ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, ვირუსით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი.
 
პაციენტი 29 სექტემბერს 01:30 საათზე გარდაიცვალა.

ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი.