კორონავირუსისგან 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსისგან კიდევ ერთი 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. 

გარდაცვლილი პაციენტი 69 წლის მამაკაცია  და ის ქუთაისში მკურნალობდა. 

„37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. აღენიშნებოდა სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა“, – განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 პაციენტი გუშინ დაიღუპა.