კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა რუსთავში

 რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ორი ახალი შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 

შესაბამისად, კოვიდინფიცირებული პირები კარანტისა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. 

ცნობისთვის, 29 აგვისტოს შემდეგ, რუსთავში კორონავირუსის სულ 40 შემთხვევა დაფიქსირდა.