რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც TV4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
შესაბამმისად, პირები, რომლებსაც ვირუსული ინფექცია დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და კონტაქტები არ ჰყავთ.
ამასთან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, რუსთავის ცხელების ცენტრის რვა პაციენტს, რომელთა პასუხები დღეს გახდა ცნობილი.