გარდაბანში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და შესაბამისად, ისინი კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
გუშინ ეპიდემიოლოგებმა, ლუგარის ლაბორატორიაში 100 პირის საკვლევი ნიმუში გადააგზავნეს,საიდანაც სამი ტესტი კოვიდ დადებითია, ხოლო 97 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ცნობისთვის, გარდაბანში ბოლო ორ დღეში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა.