საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, რუსთავში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე განცხადებით, სამი კოვიდინფიცირებული პირი ერთი ოჯახის წევრია და მათი ინფიცირების წყარო ბათუმში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. რაც შეეხება კიდევ ორ შემთხვევას, ისინი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენენ. მიმდინარეობს ეპიდკვლევები.
“დღეს გვაქვს ხუთი დადასტურებული შემთხვევა აქედან სამი არის ერთი ოჯახის წევრი ,მათი დაინფიცირების წყარო ცნობილია, რაც შეეხება დანარჩენი ორი შემთხვევა არის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები ” -განაცხადა დავით ბეგაშვილმა.