თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 193 აჭარას უკავშირდება. 43 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„294 ახალინფიცირებულთა შორის კვლავ აჭარა ლიდერობს, 66 პროცენტით 193 ახალი პაციენტია გამოვლენილი აჭარაში, თბილისში არის 15 პროცენტი, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11 პაციენტი, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი დადასტურებული, შიდა ქართლში – ოთხი, კახეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი“, – განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია.