საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 9 ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება.
„ქვეყანაში იყო 2227 შემთხვევა, დაგვემატა 165 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვყავს 2392 შემთხვევა. 165 შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქის მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი 109, თბილისი 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – ცხრა, ქვემო ქართლი, გარდაბანი – ცხრა, შიდა ქართლი, გორი – ექვსი, კახეთი გურჯაანი – ექვსი, გურია-ოზურგეთი ოთხი, იმერეთი-ქუთაისი – ოთხი, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – ერთი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო 24 საათში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და კვლავ 1369 ადამიანს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5882 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.