კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა რუსთავში

რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამის შესახებ TV4-ს  რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხდა. 

მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი 30 წლამდე რუსთაველი ქალბატონია, რომელიც გასულ დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია და ის  ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომატიკით ბინიდან შეიყვანეს, მეორე ინფიცირებული 50 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცია და ის  სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

პაციენტები თბილისში, კოვიდის მიმღებ ერთ-ერთ დაწესებულებაში აგრძელებენ მკურნალობას.