საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62-ით გაიზარდა და 1705-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 25 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.









