კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 265 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამასთან გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 9 318 ტესტი გაკეთდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება.