კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 3 “ავერსის” რუსთავის ფილიალის თანამშრომელია

 საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან სამი,”ავერსის” რუსთავის ფილიალის თანამშრომელია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორმა , მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“ავერსის” კლინიკის გენერალური დირექტორის ,დიმა ჯორბენაძის, ინფორმაციით, “ავერსის” რუსთავის ფილიალის 50 გამოკვლეული პირიდან, კორონავირუსი  სამს დაუდასტურდა.  ჯამში აღნიშნულ ფილიალში “კოვიდ 19″ ხუთ პირს აქვს დადასტურებული. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 12 „დონას“ კლასტერს უკავირდება, სამი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ სამი „ავერსის“ კლინიკის რუსთავის ფილიალის თანამშრომელი, ორი შემოტანილი შემთხვევაა, ოთხ პაციენტს  კი აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, კიდევ ოთხი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.