საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტი მკურნალობს.
„დაგვემატა 296 ახალი შემთხვევა და გახდა 4960 დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში არის 166 ახალი შემთხვევა, იმერეთში-55, გურიაში-9, თბილისში-41, კახეთში-1, მცხეთა-მთიანეთში-2, სამეგრელო და ზემო-სვანეთში-18 , სამცხე-ჯავახეთში-1, ქვემო ქართლში-3 შემთხვევა“, – განცხადა მარინა ენდელაძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, სულ 1 819 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 584 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 781 -ს შეადგენს, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება.