კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი “ავერსის” რუსთავის ფილიალს უკავშირდება. როგორც “ავერსის” ეპიდემიოლოგმა ,ეკა მამალაძემ Tv4-ს განუცხადა, აღნიშნული პირები მოქმედი თანამშრომლები არ იყვნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
რუსთავის ფილიალის ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 27 თანამშრომლის საკვლევი მასალა გადააგზავნეს, ტესტის პასუხები ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითია.
ცნობისთვის “ავერსის” რუსთავის ფილიალში კორონავირუსი 15 თანამშრომელს აქვს დადასტურებული.