მეშვიდე მიკრორაიონში გაჩენილი ხანძრის გამო,საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით ,ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება და კორპუსიდან,უსაფრთხოების მიზნით,მოსახლეობის ევაკუაცია ხდება. კორპუსი მოსახლეობისგან სრულად იცლება.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. მეშვიდე მიკრორაიონში გათიშულია ელექტროენერგიაც.
როგორც Tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი,რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მობილიზებულია ორი საპატრულო პოლიციის და სამი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.