ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

ჩოლოიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით წარუდგინეს, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. დანაშაული მაქსიმუმ 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.