“მარადმწვანე რუსთავი” – გამწვანების აქცია დავით გარეჯის ქუჩაზე

მარადმწვანე რუსთავი –  დღეს, რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა. 

 აგვისტოს დასაწყისში სამოქალაქო პლატფორმის, “რუსთაველების” წევრებმა მოაწყვეს აქცია სახელწოდებით “ჩაერთე”​, რომლის მთავარი მიზანია, ქალაქის სხვადასხვა უბანში მსგავსი შინაარსის აქტივობა გაგრძელდეს და რუსთავის მასშტაბით, რაც შეიძლება მეტი ხე დაირგოს.

აქციის ერთ-ერთი წევრის, გოგა ჯმუხაძის განცხადებით, ისინი რუსთავის სხვადასხვა უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს მათი ეზოების გამწვანებაში დაეხმარებიან და ასევე ნერგებისა და სხვა რესურსის მობილიზებაშიც შეუწყობენ ხელს.

 მისივე განმარტებით, ხეების დარგვის აქცია არის ალტერნატიული გზა ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.

აგვისტოში ორ ლოკაციაზე გვქონდა გამწვანების აქცია: ინტერნატებში და 21-ე მიკრორაიონში. სექტემბერში დავიწყეთ მეორე ეტაპი, სადაც მინიმუმ ორ ლოკაციაზე დავრგათ ხეებს. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ ჩაერთონ გამწვანების აქციაში და გავზარდოთ ხეები. ვიზრუნოთ ჩვენს მომავალ თაობაზე, რომ მარადმწვანე რუსთავში იცხოვრონ“, – განაცხადა გოგა ჯმუხაძემ.