მარინა ეზუგბაია-კონტროლი უნდა გამკაცრდეს ყველგან,სადაც 10 კაცზე მეტი იკრიბება

 კონტროლი უნდა გამკაცრდეს სავაჭრო ობიექტებში, ტრანსპორტში და ყველგან, სადაც 10 კაცზე მეტი იკრიბება-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა , მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით,თავდაცვის საუკეთესო საშუალება დისტანცია და პირბადეების ტარებაა.

 

„ ახალი წყარო მეტყველებს, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ამის საუკეთესო საშუალებაა დისტანცირება და პირბადე. მოვუწოდებ ყველას, დავიცვათ საკუთარი თავი პირბადეების და დისტანციის საშუალებით.

რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს შესაბამის სამსახურების მიერ. კონტროლის გამკაცრებაზე ძირითადად საუბრია იქ, სადაც თავშეყრის ადგილებია. ეს არის სავაჭრო ობიექტი, ტრანსპორტი და ყველა ის ადგილი, სადაც 10 კაცზე მეტი შეიძლება შეიკრიბოს“,-განაცხადა  მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში  16 აპრილის შემდეგ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ,38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.