თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით , 16 კრიტიკულად მძიმე კოვიდპაციენტი გვყავს.
მისივე ცნობით, 80-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა.
“დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობს და მეთვალყურეობს 2 133 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათგან 16 გვყავს კრიტიკულად მძიმე, 80-ზე მეტი კი მძიმეა. დანარჩენი პაციენტების მდგომაროება საშუალო და მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში ამ დროისთვის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 534 გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.