მარნეულში კორონავირუსზე 22 პირის პასუხს ელოდებიან

მარნეულში 22 პირის საკვლევი მასალის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

როგორც მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ TV4-ს განუცხადა, მუნიციპალიტეტში გუშინ დადასტურებული შემთხვევის 29 კონტაქტია მოძიებული, საიდანაც 7 მარნეულის “ავერსის” ფილიალს უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, შვიდი პირის ტესტის პასუხი კოვიდ უარყოფითია, ხოლო 22 პირის ანალიზის ნიმუშების პასუხს ეპიდემიოლოგები ელოდებიან.

ცნობისთვის, მარნეულში კორონავირუსი გუშინ შუახნის ქალს დაუდასტურდა, რომელიც სოფელ შუმიანის მცხოვრებია, და ის “ავერსის” ფილიალში საეჭვო სიმპტომებით შეიყვანეს.