მარნეულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსი მარნეულის “ავერსის” ფილიალის პაციენტს გუშინ ღამით დაუდასტურდა.  როგორც “ავერსის” კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში TV4-ს განუცხადეს, შუახნის ქალი კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით შეიყვანეს.  პაციენტი კოვიდის მიმღებ დაწესებულებაში, თბილისში აგრძელებს მკურნალობას.