ძლიერი დაკვამლიანება მე-16 მიკრორაიონში

მე-16 რაიონის N5 საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლი მე-7 სართულზე ლიფტის შახტაში სადენებს გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ძლიერი დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა.