მე-7 მიკრორაიონში,საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ,დამწვარია საცხოვრებელი ბინა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი,რომლებიც პრევენციისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, მე-7 მიკრორაიონში ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. დედა-შვილმა,რომლებიც ბინაში იმყოფებოდნენ ,სახლიდან გამოსვლა დროულად შეძლეს. უსაფრთხოების მიზნით,საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო და სამი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მუშაობდა. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.