რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელს 300-დე რუსთაველი სტუდენტი დაფინანსდება, ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი.

დაფინანსების მსურველთა დიდი რაოდენობა რუსთაველი სტუდენტების მაღალ აკადემიურ მოსწრებას უკავშირდება, გაზრდილი დაფინანსების გამო დეპუტატებმა  ბიუჯეტში ცვლილებას მხარი დაუჭირეს.

ცნობისთვის, 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33, ხოლო 2019 წელს 157 რუსთაველი სტუდენტი დაფინანსდა. აკადემიური მოსწრების შესაბამისად გასაცემი თანხა 81-90 ქულამდე 800-ს, 90- დან 95-დე 1000-ს, ხოლო 95-დან 100 ქულამდე – 1200 ლარს შეადგენს.