მუშაობდა თუ არა კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა “ნავნეს” რუსთავის ფილიალში?!

 რუსთაველი ქალი,რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მაღაზია “ნავნეს” თბილისის ფილიალის თანამშრომელია და ის სამსახურში ბოლოს ,17 აგვისტოს იმყოფებოდა.  როგორც Tv4-ს “ნავნეს” მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს, ქალი,რომელსაც “კოვიდ 19″  დღეს დაუდასტურდა, თბილისის ერთ-ერთი ფილიალის საწყობში მუშაობდა და ის 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა. 

“გუშინ ღამით ჩვენი საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება 17 აგვისტოდან. ჩვენ ეს ინფორმაცია პრესის საშუალებით გავიგეთ, რადგან მისი სამსახურში ყოფნის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, არ ვიმყოფებით გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში. როგორც მასთან საუბრისას გავარკვიე, თავს ნორმალურად გრძნობს, აქვს მხოლოდ დაბალი სიცხე და ყელის ტკივილი. ამ დროისათვის, უკვე დაუკავშირდნენ მის კონტაქტებსაც და ხდება მათი გადამოწმება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი 2 კვირაზე მეტია არ ყოფილა სამსახურში, ვაპირებთ დეზინფექცია გავუკეთოთ საწყობის ტერიტორიას და ,რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლების ყოველდღიურ სკრინინგს.”-აცხადებენ “ნავნეს” მარკეტინგის სამსახურში. 

ცნობისთვის, რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. როგორც ცხელების ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, კოვიდინფიცირებული 29 წლის ქალი  რუსთაველია.ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.