საქართველოს ექვს დიდ ქალაქში, მათ შორის რუსთავში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.
„ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
“თუ მშობელს და ოჯახს აქვს გადაწყვეტილება, რომ მას ურჩევნია, ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს, ისინი დარეგისტრირდებიან, თუ გადაწყვიტეს, რომ ბავშვს სურს გააგძელოს სწავლის პროცესი დისტანციურად და ეს უზრუნველყოფილი იქნება.” – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში ყველა კლასის ჩათვლით განახლდება.