“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა ,ნინო ლაცაბიძემ რუსთავში “ბაზალტ ფაიბერსის” საწარმო დაათვალიერა.
მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საწარმოს ხელმძღვანელი პირებისგან საწარმოს მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, გაეცნო სამუშაო გარემოს და საწარმოს კონცეფციას.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დღეს ,გავეცანით ბაზალტის გადამამუშავებელ ქარხანას. აქ 60 რუსთაველია დასაქმებული და მე მიხარია ,რომ ეს რიცხვი მზარდია და ძალიან ბევრ ადამიანს ექნება აქ დასაქმების შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითინ საწარმოო პროცესი არის ეკოლოგიურად სუფთა, გავლენას არ ახდენს გარემოზე. თვითონ პროდუქტს, რომელსაც საწარმო აწარმოებს არის ეკოლოგიურად სუფთა და გადის საერთაშორისო ბაზარზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტი შიდა მოხმარებისთვისაც გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი” აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ
ინფორმაციისთვის, “ბაზალტ ფაიბერსის” განვითარება 1998 წლიდან იწყება და ამჟამად ის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით ,ბაზალტის ქვისგან მიღებული უწყვეტი ბოჭკოს ბაზაზე 8 სახეობის სხვადასხვა მაღალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს.
საწარმო კომერციულად წარმატებულად მუშაობს ევროპაში, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას ჩინურ და რუსულ პროდუქციას უწევს.
ნინო ლაცაბიძემ “ბაზალტ ფაიბერსის” საწარმო დაათვალიერა🔊🔉 ნინო ლაცაბიძემ “ბაზალტ ფაიბერსის” საწარმო დაათვალიერა🔊🔉 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საწარმოს ხელმძღვანელი პირებისგან მათი მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა➡️ ვრცლად: https://bit.ly/2DzRINh
Geplaatst door TV4.ge op Zondag 6 september 2020