“ქართული ოცნების” რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. ნინო ლაცაბიძე სოფელ ნორიოში, მარტყოფსა და ახალსოფელში ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
“შევხვდით ქალთა ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ქალბატონებს. ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე – იმ გამოწვევებზე, რომელიც აქ ადგილზეა და ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რაზეც ძალიან აქტიურად ჩავერთვები უკვე საქართველოს პარლამენტში მუშაობის დროს.
შევხვდით განსაკუთრებულად ძლიერ, გამორჩეულ და ლიდერ ქალბატონებს. მათ აქვთ მათი სოფლის განვითარების ძალიან სწორი ხედვა და სწორედ ვმსჯელობდით, თუ როგორ შეიძლება მეტი ქალბატონი ჩაერთოს, როგორც მცირე მეწარმეობის კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მათ უფრო მეტად მიიღონ მონაწილეობა,” – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ნინო ლაცაბიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა🎥🎥 “ქართული ოცნების” რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, მარტყოფსა და ახალსოფელში ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა🎥🎥 ვრცლად: https://bit.ly/2Rk4t1F
Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 12 september 2020