ნინო ლაცაბიძე გარდაბნის ქალთა ორგანიზაციის ღონისძიებას დაესწრო

“ქართული ოცნების” მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გარდაბანში ლიდერ ქალებს შეხვდა. შეხვედრა მუნიციპალიტეტში მოქმედი ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. ნინო ლაცაბიძე სოფლების ახალი სამგორის, სართიჭალის და გამარჯვების ლიდერ ქალებს შეხვდა. 

“ძლიერი ქალი სტაბილური საზოგადოების საყრდენია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ ქალბატონის ხმა ვიქნები საქართველოს პარლამენტში.”-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ