“ქართული ოცნების” რუსთავისა და გარდაბნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთაველებთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ნინო ლაცაბიძე კლინიკა “რუსთავს” ეწვია და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო.
“2012 წელს იყო ბიუჯეტში დაახლოებით 300 მილიონი ჯანდაცვის მიმართულებით. წელს გვაქვს დაახლოებით 1 760 000 000 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ თითოეულ ადამიანს რომ ჯანმრთელობის მიმართულებით არ ჰქონდეს პრობლემები და სახელმწიფო არის ამის გარანტი. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და ჯანდაცვის პოლიტიკაში კიდევ მნიშვნელოვანი ცვლილებები არის განსახორცილებელი“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც კლინიკა რუსთავის დირექტორმა აღნიშნა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.
“ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ხარვეზები სამომავლო პერსპექტივაში იქნება გამოსწორებული და ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას”, – აღნიშნა ლუკა სალუქვაძემ.