ნინო ლაცაბიძე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. 

დღეს ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა.

მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დირექტორთან ერთად, კლინიკის შენობა დაათვალიერა და საავადმყოფოს თანამშრომლებს გაესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდანტმა იმ გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა, რომლიც განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში, გუნდთთან ერთად გეგმავს.