„ქართული ოცნების” მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ ქალებს შეხვდა.
ნინო ლაცაბიძე “მადაგონის” ქსელს ეწვია, სამეწარმეო საქმიანობას, საკვების მზადების პროცესსა და საკონდიტროში არსებულ სტანდარტებს ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც “მადაგონის” ქსელის სხვა ობიექტები – ფიტნეს დარბაზი და განახლებული რეკრეაციული სივრცე მოინახულა.