ნინო ლაცაბიძე შშმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ხვდება

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე რუსთავში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრას მართავს.

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ადგილობრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათ ოჯახის წევრებს ხვდება. 

შეხვედრის ფარგლებში ,საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებსაც შშმ პირები ყოველდღიურად აწყდებიან. ყურადღება გამახვილდა ასევე, რუსთავში არაადაპტირებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

  “ადაპირებული 40 ერთეული ავტობუსით დეკემბრის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება ძველი ავტობუსებით. ეს ადაპტირებული ავტობუსი გაამარტივებს ქალაქში გადაადგილებას, რაც შეეხება რუსთავიდან დედაქალაქში მგზავრობას, ამ თემაზე ვმუშაობთ და მომავალშიც ვიმუშავებთ”-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ

ამასთან, “ქართული ოცნების” კანდიდატმა,  იმ სერვისების აუცილებლობაზე ისაუბრა,რომელიც ქალაქში, აღნიშნული პრობლემების პრევენციის მიზნით, უნდა განხორციელდეს.

“ქალაქებში აუცილებელი სერვისები განსაკუთრებით ჯანდაცვა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობაა, უნდა იყოს თანაბარი. არ უნდა იყოს განსხვავება თბილისელ ბავშვსა და რუსთაველ, ქუთაისელ ბავშვს შორის. აუცილებელია სახელმწიფო დონეზე დადგეს მოთხოვნა ,რომ მუნიციპალიტეტურ ერთეულებსა და თვითმმართველობებში იყოს თანაბარი უფლებები.

მე როგორც რუსთავის ხმა, აუცილებლად ვაპირებ დავაყენო საკითხი იმის, რომ ჯანდაცვის სერვისები იყოს თანაბარი ნებისმიერ ქალაქში და ნებისმიერ მუნიციპალიტეტში. ჩვენ არ გვაქვს დედაქალაქის ბიუჯეტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ელემენტარული ,ყურადღების ნაწილი უნდა იყოს გამახვილებული. მე თქვენგან მინდა მოვისმინო, ის ყოველდღიური პრობლემები ,რასაც თქვენ აწყდებით”, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.